piradi kabineti
მომხმარებელი 
პაროლი 
      
»   რეგისტრაცია    »   პაროლის აღდგენა
   
   
   
   
    
   
   
   
რა არის 
CARFAX - AUTOCHECK
 
 
    მეორადი ავტომანქანის შეძენისას მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, ხომ არ ჰქონდა ექსპლუატაციის პერიოდში ხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი დაზიანებები

 
     ხშირად გასაყიდად გამოყავთ ისეთი მეორადი ავტომანქანა, რომელიც საზღვერგარეთ მოყოლილია ავტოსაგზაო შემთხვევაში, ძალიან იაფად არის შეძენილი და იყიდება საკმაოდ ძვირად უკვე შეკეთებულ მდგომარეობაში. მაგალითად, ძარის გეომეტრიის დარღვევის შემთხვევაში შეუძლებელია საბურავების დგომის კუთხის დარეგულირება. დეფორმირებული ძარის ნიშანია ისიც, თუ საქარე მინა იბზარება შეცვლიდან რამოდენიმე თვეში, რაიმე ობიექტური მიზეზის გარეშე.

    იშვიათი არ არის შემთხვევა, როდესაც ავტომანქანების ბაზრობაზე იყიდება ყოფილი ტაქსი, პოლიციის ან საიჯარო ფირმის ავტომანქანა დიდი გარბენით, რომელიც გაყიდვამდეა ჩამოყრილი. გარეგნული ნიშნებით რეალური გარბენის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო მისი სამუშაო რესურსი კი ფაქტიურად ამოწურულია.

    დიდია სეტყვასა და წყალდიდობაში მოხვედრილი ავტომანქანის შეძენის ალბათობაც. რასაკვირველია დაზიანების ხარისხი შეიძლება იყოს სხვადასხვა დონის, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მანქანები, ყველაზე გულმოდგინე აღდგენითი სამუშაოების შემდეგაც კი დიდხანს ვერ ფუნქციონირებენ.   წარმოიდგინეთ წყალქვეშ თუნდაც რამოდენიმე დღის განმავლობაში ნამყოფი ავტომაქანა.

      შეკეთების შედეგად დეფექტები შეუმჩნეველია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ თავს იჩენენ და ავტომანქანა საჭიროებს დამატებით ძვირად ღირებულ სარემონტო სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ ხარისხიანი შეკეთებაც კი ვერ უზრუნველყოფს ავტომანქანის ქარხნულ მაჩვენებლებამდე აღდგენას.

     ზემოთ აღნიშნული პრობლემებისაგან მომხმარებელთა დაცვის მიზნით აშშ-ში შეიქმნა CARFAX და AutoCheck-ის მონაცემთა ბაზები, სადაც დეტალურადაა აღწერილი თითოეული მანქანის ისტორია. დღეისათვის კარფაქსი და ავტოჩეკი ითვლებიან ავტომანქანების ისტორიის ყველაზე სანდო მომწოდებლებად და ყოველწლიურად მილიონობით მომხმარებელს ემსახურებაიან. სისტემები იყენებენ ავტომანქანის უნიკლურ 17-ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერს (VIN), რომელიც განთავსებულია, როგორც ავტომანქანაზე, ასევე ტექნიკურ პასპორტში. სისტემა რამოდენიმე წამში აგენერირებს ავტომანქანის ისტორიის დეტალურ ანგარიშს. 
 

ინფორმაცია ანგარიშების შესახებ

ანგარიშის ტიპი

მოკლე  ანგარიში (უფასო)

სრული ანგარიში   (ფასიანი) 

ავტომანქანის მარკა, მოდელი

გამოშვების (სამოდელო) წელი

ძარის ტიპი, ძრავის ტიპი

  

მწარმოებელი ქვეყანა

ავტოსაგზაო შემთხვევა (დაზიანების ხარისხი, უსაფრთხოების ბალიშის გაშლა)

ავტომანქანის სტატუსის შემოწმება (უტილიზება, ჯართი, აღდგენა) 

შემოწმება სრულ განადგურებაზე (სადაზღვევო კომპანიის ზარალი)

ავტომანქანის სხვა სტატუსების შემოწმება (ხანძარი, წყალდიდობა, სეტყვა, ყადაღა,  იჯარა, ტაქსი, ლიზინგი, გაქირავება) 

გარბენის სიზუსტის შემოწმება (სპიდომეტრის ჩამოყრის მცდელობები)

 ინფორმაცია მფლობელების შესახებ (შეძენის წელი, ფლობის ტიპი, საკუთრებაში ფლობის დრო, ადგილმდებარეობა, სპიდომეტრის ჩვენებები)
 

სატრანსპორტო საშუალების რეიტინგი (CARFAX - AUTOCHECK Score)

ავტომანქანის სტანდარტული და უსაფრთხოების სისტემის კომპლექტაცია

მწარმოებლის მიერ ავტომანქანის გაწვევა

დეტალური ისტორია (ტექნიკური მომსახურების ცენტრებიდან, დილერებიდან, ავტოაუქციონებიდან, სადაზღვევო კომპანიებიდან და სხვა ფირმებიდან)

  
   CARFAX და AutoCheck-ის უნიკალური მონაცემთა ბაზა შეიცავს 6 მილიარდზე მეტ ჩანაწერს ყველა ავტომანქანის შესახებ, რომელიც გამოშვებულია 1981 წლის შემდეგ და ექსპლუტაციაში იყო აშშ-სა და კანადაში. CARFAX და AutoCheck-ის მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია შედის 200 000-ზე მეტი წყაროდან.    

CARFAX-ის და AutoCheck-ის ანგარიშებში არ აღმოჩნდა ინფორმაცია
რას უნდა ნიშნავდეს ეს?


  თქვენ შეცდომა დაუშვით VIN კოდის აკრეფისას - ანუ აკრიფეთ არ არსებული ავტომანქანის VIN კოდი. ეს ყველაზე მარტივი მიზეზია.
  მოცემული ავტომანქანის შესახებ მონაცემები არ არის CARFAX-ის და AutoCheck-ის ბაზებში, რაც სავსებით შესაძლებელია. მაგალითად, ავტომანქანა გამოშვებისთანავე ექსპორტირებული იქნა გერმანიაში, რუსეთში და ა.შ. აღნიშნული ავტომანქანის ისტორია იწყება სხვა ქვეყანაში.
  ავტომანქანა ევროპული, იაპონური, სინგაპურული, ჩინური და ა.შ. წარმოებისაა და ხმარებაშია აშშ-ს და კანადის საზღვრებს გარეთ.
  სხვა ვარიანტები შეიძლება დაკავშირებული იყოს VIN კოდის ფალსიფიცირებასთან. მაგალითად, ავტომანქანას მინიჭებული აქვს არ არსებული VIN კოდი, ან აწყობილია რამოდენიმე ავტომანქანისგან, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია.
 
  რა სახის ინფორმაცია არ აისახება ანგარიშებში?
 
  ანგარიშებში არ აისახება  აშშ-სა და კანადის საზღვრებს გარეთ მომხდარი შემთხვევები. ინფორმაციის რაოდენობიდან გამომდინარე ბაზებში მონაცემების განთავსებას ესაჭიროება ერთი კვირიდან ექვს თვემდე პერიოდი, ამიტომ  ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მომხდარი მოვლენების შესახებ ზოგიერთი ინფორმაცია  შეიძლება არ იყოს ასახული ანგარიშებში.
  თუ ავტომანქანის მეპატრონე არ მიმრთავდა მომსახურების ცენტრებს და სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა კერძო სახელოსნოებში ინფორმაცია ვერ იქნება ასახული ანგარიშებში, რაც საკმაოდ იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია.
  CARFAX-ის და AutoCheck-ის ანგარიშები არ იძლევა მანქანის მდგომარეობაზე 100% გარატიას, მაგრამ გაწვდით უამრავ ინფორმაციას, რამაც შეიძლება თავდან აგაცილოთ  უხარისხო ავტომანქანის ყიდვით გამოწვეული მრავალი უსიამოვნება.
 
 
 
 
 
VinInfo | © 2009-2017