piradi kabineti
მომხმარებელი 
პაროლი 
      
»   რეგისტრაცია    »   პაროლის აღდგენა
   
   
   
   
    
   
   
   

სანომრე ნიშნების ფასები

 
სანომრე ნიშნის შერჩევა და დაჯავშნა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ვებ გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ.
შსს მომსახურების სააგენტო: TEL (+995) 32 241 91 91

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების" შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო სანომრე ნიშნებზე დადგენილია შემდეგი საფასურები: 


1. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ: AA-111-AA) – 1000 ლარი

ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ: BB-002-BB) – 800 ლარი

გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ: CC-300-CC) – 600 ლარი


2. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ: AB-444-AA) – 800 ლარი

ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ: AB-005-AA) – 600 ლარი

გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ: AA-600-BA) – 400 ლარი


3. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ: AB-777-AB) – 800 ლარი

ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ: AA-008-BB) – 600 ლარი

გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ: BA-900-AB) – 400 ლარი


4. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა„3“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ: AA-111-BC) – 700 ლარი

ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ: AC-002-BC) – 500 ლარი

გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ: AC-300-BB) – 300 ლარი


5. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

ა) 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 (მაგ: AB-444-CD) – 250 ლარი

ბ) 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 (მაგ: AB-005-CD) – 200 ლარი

გ) 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 (მაგ: AB-600-CD) – 150 ლარი


6. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა, რომელიც შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ციფრის (ციფრების) ან ლათინური ასოსა (ასოებისა) და ციფრის (ციფრების) კომბინაციისაგან (მაგ: GIORGI 1) – 10 000 ლარი


7. ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა (გარდა „1“– „6“ პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომლის სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციისაგან, თუ:

ა) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ: AA-707-AA) – 450 ლარი

ბ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია ერთი და იგივე, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ: AA-050-AC) – 350 ლარი

გ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოს კომბინაცია შედგება სერიაში ერთი და იმავე წყვილის მქონე ორი განსხვავებული ლათინური ასოსაგან, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ: AB-080-BA) – 350 ლარი

დ) სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ ორია ერთი და იგივე (გარდა „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ: AA-305- BC) – 300 ლარი

ე) სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო განსხვავებულია, ხოლო ნომერი შედგება სამი ციფრის კომბინაციისაგან (მაგ: AB-040-CD) – 250 ლარი

 
 
მანქანის ნომრები, ფასიანი ნომრები, ახალი ნომრები, ნომრის დაჯავშნა, რა ღირს ნომრის დაჯავშნა, ახალი ნომრები რა ღირს და როგორ დავჯავშნოთ, ნომრის ნახვა, manqanis nomrebis archeva, manqanis nomrebis dajavshna, manqanis nomrebis naxva, manqanis nomrebis fasebi, manqanis nomrebis baza 
VinInfo | © 2009-2017