მთავარი წვდომა Manheim-Ove CARFAX AutoCheck VIN კოდი ისტორიის ნიმუშები გადახდის მეთოდები ტარიფები კონტაქტი
 piradi kabineti
მომხმარებელი 
პაროლი 
      
»   რეგისტრაცია    »   პაროლის აღდგენა
როგორ შევიძინოთ CARFAX
ავტომანქანის გამოშვების თარიღი
ავტომანქანის ძებნა
აშშ ავტო აუქციონები
კონტეინერის ძებნა
აშშ რუკა
 
   VIN კოდის (ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი, იგივე ვინ კოდი) ნახვა შეიძლება ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის ქვედა მარჯვენა კუთხეში და ავტომანქანაზე, სურათებზე მითითებულ ადგილებში.

1977 წელს აშშ-სა და კანადაში შემოღებული იქნა სტანდარტი ISO 3779, რომელიც აღწერს VIN კოდის ფორმატს.

VIN (Vehicle Identification Number) - ითარგმნება, როგორც ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი. შემქმნელებმა მიზნად დაისახეს შეექმნათ ავტომანქანების კლასიფიკაციის მარტივი და სანდო მექანიზმი. 

VIN კოდის თითოეული სიმბოლო შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას ავტომანქანის შესახებ და გააჩნია შიფრის მკაცრად შეზღუდული სახესხვაობანი. VIN კოდის შედგენის დროს აშშ-ს ყველა მწარმოებელი, ასევე საავტომობილო კომპანიები, რომლებიც ავტომანქანების იმპორტს ახდენენ აშშ-ში, იცავენ საკონტროლო რიცხვის გამოთვლის წესებს. ევროპელი მწარმოებლები ზოგიერთ შემთხვევაში არ იყენებენ სტანდარტს ISO 3779.

 Vehicle Identification Number (VIN), ISO 3779-ს სტანდარტის შესაბამისად,  17 ციფრისაგან შედგება.

  უშუალოდ VIN კოდი სამ ნაწილიანია:

- World Manufacturers Identification (WMI) - მწარმოებლის მსოფლიო ინდექსი;                
- Vehicle Description Section (VDS) - აღწერითი ნაწილი;                                                         
- Vehicle Identification Section (VIS) - განმასხვავებელი ნაწილი.
 
 
WMI -მწარმოებლის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდია. იგი სამი სიმბოლოსაგან შედგება : პირველი აღნიშნავს გეოგრაფიულ ზონას, მეორე - ქვეყანას ამ გეოგრაფიულ ზონაში, მესამე - მწარმოებელს.
VDS - VIN კოდის მეორე ნაწილია და შედგება ექვსი სიმბოლოსაგან, რომლებიც ავტომანქანის თვისებებს აღწერენ. თვითონ ნიშნებს, მათ თანმიმდევრობას და მნიშვნელობას ადგენს მწარმოებელი. მწარმოებელს უფლება აქვს გამოუყენებელი პოზიციები შეავსოს თავისი შეხედულებით შერჩეული ნიშნებით.
VIS - VIN კოდის 8 სიმბოლოსგან შემდგარი მესამე ნაწილია, რომლის ბოლო 4 სიმბოლო აუცილებლად ციფრია.  თუ მწარმოებელი ისურვებს VIN კოდის შემადგენლობაში შეიტანოს სამოდელო წელი, ან ამწყობი ქარხნის მონაცემები, რეკომენდირებულია სამოდელო წლის განთავსება პირველ პოზიციაზე, ხოლო ამწყობი ქარხნის მონაცემების - მეორეზე.
VIN კოდის სტრუქტურა ბოლო 4 სიმბოლოს გამოკლებით ალფავიტურ-ციფრულია. მის შესადგენად დაშვებულია შემდეგი არაბული ციფრების და ლათინური ასოების გამოყენება:
 
0 1 2 3 4 5 6 7 8 9 A B C D E F G H J K L M N P R S T U V W X Y Z
 
აკრძალულია შემდეგი ასოების გამოყენება: I, O, Q

დეტალურად VIN ნომრის  შესახებ

თითოეულ ასოს და ციფრს გააჩნია სპეციფიკური მნიშვნელობა:
 

1

G

1

J

F

2

7

W

8

G

J

1

7

8

2

2

7

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

 

მწარმოებელი ქვეყანა
მწარმოებელი 
სატრანსპორტო საშუალების ტიპი

სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლები

საკონტროლო ციფრი
სამოდელო წელი
დამამზადებელი ქარხანა
სერიული ნომერი

  

  ავტომანქანის ქარხნული VIN ნომრის პირველი ციფრი აღნიშნავს ქვეყანას, სადაც გამოშვებული იქნა სატრანსპორტო საშუალება: აშშ (1 ან 4), კანადა (2), მექსიკა (3), იაპონია (J), კორეა (K), ინგლისი (S), გერმანია (W), იტალია (Z).

  ავტომანქანის ქარხნული ნომრის მეორე სიმბოლო აღნიშნავს მწარმოებელს: Audi (A), BMW (B), Buick (4), Cadillac (6), Chevrolet (1), Chrysler (C), Dodge (B), Ford (F), GM Canada (7), General Motors (G), Honda (H), Jaguar (A), Lincoln (L), Mercedes Benz (D), Mercury (M), Nissan (N), Oldsmobile (3), Pontiac (2 or 5), Plymouth (P), Saturn (8), Toyota (T), Volvo (V).

  ავტომანქანის ქარხნული ნომრის მესამე სიმბოლო მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების ტიპზე.

სიმბოლოები მეოთხედან  მერვეს ჩათვლით მიიუთითებენ სატრანსპორტო საშუალების მახასიათებლებს, როგორიცაა ძარის ტიპი, ძრავის ტიპი, მოდელი, სერია და ა.შ.
  
ავტომანქანის ქარხნული ნომრის მეცხრე სიმბოლო წარმოადგენს VIN ნომრის საკონტროლო ციფრს, რომელიც ამოწმებს წინა სიმბოლოებს.
 
ავტომანქანის ქარხნული VIN ნომრის მეათე ციფრი ასახავს სამოდელო წელს.
 

წელი

ნიშანი

წელი

ნიშანი

წელი

ნიშანი

1981

B

1991

M

2001

1

1982

C

1992

N

2002

2

1983

D

1993

P

2003

3

1984

E

1994

R

2004

4

1985

F

1995

S

2005

5

1986

G

1996

T

2006

6

1987

H

1997

V

2007

7

1988

J

1998

W

2008

8

1989

K

1999

X

2009

9

1990

L

2000

Y

2010

A

 
   განასხვავებენ სამოდელო და კალენდარულ წლებს. კალენდარული წელი ნიშნავს წელს, რომელშიც გამოშვებული იქნა ავტომანქანა. სამოდელო წელი განისაზღვრება მწარმოებლის მიერ და შეიძლება განსხვავდებოდეს კალენდარული წლისაგან. სამოდელო წლის დაწყება განისაზღვრება ავტომანქანის ახალი მოდელის გამოშვებით, ამიტომ სამოდელო წელი შეიძლება რამდენადმე უსწრებდეს კალენდარულს. ამ შემთხვევაშიც კი, VIN ნომერში მითითებულია ციფრი რომელიც შეესაბამება არა მიმდინარე, არამედ მომდევნო კალენდარულ წელს. (უმეტეს შემთხვევაში სამოდელო წელი იწყება კალენდარული წლის 1 ივლისს და მთავრდება მომავალი წლის 30 ივნისს.)
   ავტომანქანის ქარხნული ნომრის მეთერთმეტე სიმბოლო აღნიშნავს სატრანსპორტო საშუალების ამწყობ ქარხანას.
 
სიმბოლოები მეთორმეტედან მეჩვიდმეტეს ჩათვლით გამოხატავენ კონვეიერზე  სატრანსპორტო საშუალების აწყობის პროცესის თანმიმდევრობას.
 
ავტომანქანის ქარხნული VIN ნომრის პირველი ციფრი ასახავს ქვეყანას, სადაც გამოშვებული იქნა სატრანსპორტო საშუალება. 
WMI       რეგიონი                   ქვეყანა
A-H

Africa

South Africa = AA-AH
J-R Asia
Japan = J
South Korea = KL-KR
China = L
India = MA-ME
Indonesia = MF-MK
Thailand = ML-MR
Philippines = PA-PE
Malaysia = PL-PR
S-Z

Europe

United Kingdom = SA-SM
Germany = SN-ST, W
Poland = SU-SZ
Switzerland = TA-TH
Czech Republic = TJ-TP
Hungary = TR-TV
Austria = VA-VE
France = VF-VR
Spain = VS-VW
Yugoslavia = VX-V2
The Netherlands = XL
USSR = XS-XW
Russia = X3-X0
Belgium = YA-YE
Finland = YF-YK
Sweden = YS-YW
Italy = ZA-ZR
1-5

North America

United States = 1, 4, 5
Canada = 2
Mexico = 3
6-7  Oceania Australia = 6A-6W
New Zealand = 7A-7E
8-0  South America Argentina = 8A-8E
Chile = 8F-8J
Venezuela = 8X-82
Brazil = 9A-9E, 93-99
Colombia = 9F-9J

 

 

 

 

© 2014 VIN INFO
დამზადებულია: